იბრაჰიმოვიჩმა და ლუკაკუმ დისკვალიფიკაცია მიიღეს
იბრაჰიმოვიჩმა და ლუკაკუმ დისკვალიფიკაცია მიიღეს

„მილანისა“ და „ინტერის“ ფორვარდებმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და რომელუ ლუკაკუმ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს იტალიის თასის მეოთხედფინალში მომხდარი ინციდენტის გამო, თუმცა, ფეხბურთელებს უფრო სერიოზული სასჯელი ელოდებათ, – ამტკიცებს „სქაი სპორტსი“.

შვედსა და ბელგიელს შორის, პირველი ტაიმის ბოლოს მინდორზე კონფლიქტი წარმოიშვა, რომელიც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ლუკაკუ გამოტოვებს იტალიის თასის პირველ ნახევარფინალს „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, იბრაჰიმოვიჩს კი ამ ტურნირის მომავალ გათამაშებაში მოუწევს პირველივე თამაშის გამოტოვება.

პარალელურად ირკვევა, რომ ფედერალურმა პროკურორმა შეიძლება მოითხოვოს გამოძიება ფეხბურთელთა მოქმედებაში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებზე – მას ჯერ არ მიუღია ანგარიში მატჩის მთავარი არბირტრისგან.