იბრაჰიმოვიჩის კარიერაში საუკეთესო გოლი 14 წლისაა (ვიდეო)

ზუსტად 14 წლის წინ, 2004 წლის 22 აგვისტოს, ჰოლანდიის ჩემპიონატის მეორე ტურში, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც მაშინ „აიაქსში“ თამაშობდა, „ბრედასთან“ მატჩში დუბლი შეასრულა.

ამ ორიდან ერთი გოლი შვედი ფორვარდის კარიერაში საუკეთესოდ არის მიჩნეული – 22 წლის ზლატანმა მოატყუა მეტოქეთა ნახევარი, მათ შორის მეკარე და ცარიელ კარში გაიტანა ბურთი.

აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩისთვის ეს აღმოჩნდა ბოლო გოლი „აიაქსის“ შემადგენლობაში. იმავე წლის 31 აგვისტოს, შვედი „იუვენტუსში“ გადავიდა.