იბრაჰიმოვიჩი თითქმის მილანშია
იბრაჰიმოვიჩი თითქმის მილანშია

„ლოს ანჯელეს გელაქსის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ახლოს არის „მილანში“ გადასვლასთან. როგორც „სპორტ მედიასეტი“ (Sport Mediaset) წერს, 37 წლის შვედი ვეტერანი ექვსთვიან კონტრაქტზე დათანხმდა.

იბრაჰიმოვიჩის ხელფასი 2.2 მილიონ ევროს გაუტოლდება. გარიგების დეტალები შეხვედრისას შეათანხმეს „მილანის“ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ და ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ.

იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ 2010-12 წლებში გამოდიოდა. ამ გუნდის შემადგენლობაში მან მოიგო სერია A და იტალიის სუპერთასი. „გელაქსიში“ შვედი 2018 წლის მარტიდან თამაშობს. MLS-ში მან 27 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.