„ლოს ანჯელეს გელაქსის“ ფორვარდი -ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა, „მილანში“ დაბრუნდეს. შვედი „როსენერის“ შემადგენლობაში 2010-12 წლებში გამოდიოდა – იტყობინება გაზეთი Corriere dello Sport-ი.
„ – 37 წლის იბრაჰიმოვიჩის სამსახურით, „მილანის“ მთავარი მწვრთნელი – ჯენარო გატუზო, პირადად არის დაინტერესებული. მას სურს, შეტევა გამოცდილი შემსრულებლით გააძლიეროს. იბრაჰიმოვიჩი უნდა დაეხმაროს „მილანს“, რაც შეიძლება შორს წავიდეს ევროპის ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს.“