„მილანის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი იტალიური სიმღერის ლეგენდარულ ფესტივალზე „სან რემოზე“ გამოვლენ.
როგორც ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ დაწერა, სერბი და შვედი შეასრულებენ ჯგუფ „ნომადის“ (Nomadi) კომპოზიციას Io Vagabondo („მე – მაწანწალა“), რომელიც 1972 წელს შეიქმნა.
„ყველაზე ცუდად სიმღერა და ცეკვა ვიცი. იბრაც საშინელი მომღერალია. ყოველ შემთხვევაში, ხალხს გავაცინებთ“, – თქვა მიხაილოვიჩმა
სან რემოს ფესტივალი 1951 წლიდან იმართება. წელს ფესტივალი 2-6 მარტს ჩატარდება. იბრაჰიმოვიჩი და მიხაილოვიჩი 4 მარტს იმღერებენ.