იბრაჰიმოვიჩმა და „მილანის“ ხელმძღვანელობამ ახალი ხელშეკრულების დეტალები შეათანხმეს. კონტრაქტის თანახმად, ზლატანი მილანურ კლუბში 2022 წლამდე დარჩება, – იუწყება სპორტის ცნობილი მიმომხილველი ნიკოლო სკირა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, 39 წლის შვედი თავდამსხმელის ჰონორარი სეზონში შვიდი მილიონი ევროთი განისაზღვრა.
ნიკოლო სკირა აღნიშნავს, რომ „მილანი“ იბრაჰიმოვიჩთან დადებული კონტრაქტის შესახებ უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გამოაცხადებს.
39 წლის ფორვარდი მიმდინარე სეზონს შესანიშნავად ატარებს, რასაც სტატისტიკაც მეტყველებს – 17 მატჩი (იტალიის ჩემპიონატში) 15 გოლი და ორი საგოლო გადაცემა.