იბრაჰიმოვიჩი - „მილანში“ სეზონის დასაწყისიდან რომ მეთამაშა, სკუდეტოს მოვიგებდით
„მილანის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჟურნალიტებს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა „იუვენტუსთან“ 4:2 მოგების შემდეგ. ამ შეხვედრაში შვედმა გოლი გაიტანა და შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
„საიდუმლო არ არის, რომ ბებერი ვარ! მაგრამ ასაკი – მხოლოდ ციფრებია. კარგად ვმუშაობ და დღეს უფრო მეტი ვითამაშე, ვიდრე წინა მატჩში. თავს კარგად ვგრძნობ და ყველანაირად ვცდილობ გუნდს დავეხმარო.
მე ვარ პრეზიდენტი, მწვრთნელი და მოთამაშე! ერთადერთი მინუსი იმაშია, რომ მხოლოდ ფეხბურთელობისთვის მიხდიან. „მილანში“ სეზონის დასაწყისიდან რომ მეთამაშა, სკუდეტოს ავიღებდით.
დავრჩები თუ არა მომდევნო სეზონში? ვნახოთ. წინ კიდევ ერთი თვეა იმისთვის, რომ ფეხბურთით სიამოვნება მივიღოთ, მაგრამ სიტუაცია გაუგებარი რჩება. მართლაც კმაყოფილი ვარ „მილანში“ ჩემი თამაშით“, – მოჰყავს იბრაჰიმოვიჩის სიტყვები DAZN-ს.
შვედი „მილანში“ კარიერაში მეორედ 2020 წლის დასაწყისში ჩაირიცხა. ამ სეზონში მან სერია A-ში 11 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი ამა წლის აგვისტომდე მოქმედებს.