იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ ერთი პირობით დარჩება
იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ ერთი პირობით დარჩება

„მილანის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მზად არის კლუბთან კონტრაქტი, ერთი პირობის შესრულების სანაცვლოდ გაახანგრძლივოს.

38 წლის შვედის ხელშეკრულება იტალიურ გუნდთან ზაფხულში იწურება. მხარეებმა ჯერ ვერ მოილაპარაკეს მის გაგრძელებაზე. იბრაჰიმოვიჩმა ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ დარჩება კლუბში იმ შემთხვევაში, თუ ზაფხულში „მილანი“ მძლავრ სატრანსფერო კამპანიას ჩაატარებს და ძლიერ მოთამაშეებს დაიმატებს.

შეგახსენებთ, რომ ზლატანი „მილანში“ ზამთარში დაბრუნდა და ამ დროის განმავლობაში 10 მატჩის ჩატარება და ოთხი გოლის გატანა მოასწრო.