იბრაჰიმოვიჩი, ჰალანდი და ფერნანდეში სეზონის საუკეთესო ტრანსფერების სიმბოლურში შეიყვანეს
პოპულარულმა სტატისტიკურმა პორტალმა Whoscored-მა შეადგინა გასულ სეზონში TOP5 ქვეყნების ჩემპიონატების საუკეთესო ტრანსფერების სიმბოლური ნაკრები.
კარში ადგილი დაიკავა „ბრეშას” 27 წლის ფინელმა მეკარემ ეს იორონენმა, რომელიც იტალიურ გუნდში „კოპენჰაგენიდან” გადავიდა.
დაცვის ხაზი ასე გამოიყურება: ფლანგებზე არიან „მილანის” ფრანგი მცველი ტეო ერნანდესი და კევინ მბაბუ „ვოლფსბურგიდან”. ცენტრში – მატს ჰუმელსი („დორტმუნდი”) და ჰარი მაგუაირი („მანჩესტერ იუნაიტედი”).
ნახევარდაცვის სამეულშია ფრანგული ლიგა 1-ის ორი წარმომადგენელი – ტეჟი სავანიე „მონპელიედან” და იდრისა გეიე „პარი სენ-ჟერმენიდან”. კიდევ ერთი ნახევარმცველი, რომელიც ამ ნაკრებში შევიდა, არის ბრუნო ფერნანდეში, რომელიც 55 მილიონ ევროდ გადავიდა „სპორტინგიდან” „მანჩესტერ იუნაიტედში”. პორტუგალიელი ზამთრის სატრანსფერო ბაზრის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.
შეტევის ხაზშიც სამი ფეხბურთელია: „მილანის” 38 წლის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ვისამ ბენ იედერი „მონაკოდან” და ერლინგ ჰალანდი „დორტმუნდიდან”.