იბრაჰიმოვიჩი და რუნი MLS-ის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე წარადგინეს
იბრაჰიმოვიჩი და რუნი MLS-ის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე წარადგინეს

„ლოს ანჯელეს გელაქსის“ ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და „დი სი იუნაიტედის“ კაპიტანი უეინ რუნი, MLS-ის უძვირფასესი მოთამაშის პრიზზე არიან ნომინირებულნი – იტყობინება „მეიჯორ სოკერ ლიგის“ ოფიციალური გვერდი.

ამ ნომინაციაში ასევე მოხვდნენ: მიგელ ალმირონი (ატლანტა), ჯოზეფ მარტინესი (ატლანტა) და კარლოს ველა (ლოს ანჯელესი).გარდა ამისა, იბრაჰიმოვიჩი და რუნი მოხვდნენ ნომინაციაში – „წლის დებიუტანტი“.

„სან ხოსეს“ ქართველი ლეგიონერები – ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია, არც ერთ ნომინაციაში არ არიან.