იბრაჰიმოვიჩი და ჟირუ „იუვენტუსთან“ გასამართ მატჩში „მილანის“ შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ #1TVSPORT
დღეს, 19 სექტემბერს იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს მილანური და ტურინული გრანდები დაუპირისპირდებიან.
მასპინძელი „იუვენტუსია“, რომელიც სერია ა-ში თავისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის, „მილანის“ დამარცხებას საკუთარ მოედანზე შეეცდება.
მილანელთა შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ოლივიე ჟირუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ჟირუს არყოფნის მიზეზი კორონავირუსისგან რეაბილიტაციას უკავშირდება, იბრაჰიმოვიჩს კი ტრავმა აწუხებს.
იტალიის ჩემპიონატის ახალ სეზონში „იუვენტუსი“ ჯერჯერობით აუტსაიდერთა შორისაა და მე-16 ადგილზე იმყოფება, მილანელები კი მესამე პოზიციაზე არიან.