„იბერიისა“ და „ბაშაქშეჰირის“ მატჩის დაწყებამდე ლაშა ბექაური ოლიმპიურ ოქროს მედალს წარადგენს #1TVSPORT
8 აგვისტოს, 19:45 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, კონფერენს-ლიგაზე „იბერიისა“ და „ბაშაქშეჰირის“ მატჩის დაწყებამდე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიურ ოქროს მედალს წარადგენს – ინფორმაციას თბილისის „იბერიის“ პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ლაშა ბექაური 90 კგ წონით კატეგორიაში მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ლაშამ ოლიმპიური ჩემპიონობა პირველად ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე იზეიმა, მეორედ კი ოქროს მედალი პარიზის 2024 წლის თამაშებზე მოიპოვა.
„იბერია“ კონფერენს-ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ „ბაშაქშეჰირს“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 8 აგვისტოს, 20:00 საათზე დაუპირისპირდება.