„იბერიის“ მწვრთნელი - ბათუმის „დინამოსთან“ კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ #1TVSPORT
„იბერიამ“ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ბათუმის „დინამოსთან“ მატჩი კარგად ჩაატარა და მოქმედი ჩემპიონი მიმდინარე სეზონში პირველად დაამარცხა – 3:0.
თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ და დუბლის ავტორმა, გიორგი კოხრეიძემ ბათუმის „დინამოსთან“ გამართული მატჩი შეაფასეს.
გიორგი მიქაძე: „პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. როდესაც ანგარიში 3:0 გახდა, ინიციატივა შემდეგ დავთმეთ. მანამდე თამაშს თავიდან ბოლომდე ვაკოტროლებდით, დაცვაშიც კარგად ვითამაშეთ, შეტევებზეც და კონტრშეტევებზეც – ვთვლი, რომ კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ“.
გიორგი კოხრეიძე: „მნიშვნელოვანი თამაში იყო, რომლისთვისაც ყველაფერი კარგად გვქონდა დაგეგმილი. ამაზე ვმუშაობდით და შედეგიც გამოიღო. ვიცოდით, ბათუმის „დინამო“ როგორ ფეხბურთსაც თამაშობდა და, ჩემი აზრით, ძალიან კარგად ვეთამაშეთ და მშვენიერი შედეგიც დავაფიქსირეთ. ჩემს გოლებს რაც შეეხება, ძალიან სასიხარულოა და ვეცდები, კიდევ ბევრი გავიტანო“.