ეროვნულ ლიგაში მეორე წრე „კავკასიონი არენაზე“ გამართული თამაშით დაიწყო. „თელავმა“ გათამაშების ლიდერს, თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.
„იბერიამ“ ანგარიშის გახსნა მე-19 წუთზე მოახერხა. გიორგი კოხრეიძემ ბურთი საჯარიმოსთან მიიღო, შორიდან დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა.
თბილისელებმა მოპოვებული უპირატესობა შესვენების შემდეგ კიდევ უფრო გაზარდეს. 51-ე წუთზე სტუმართა სწრაფი კონტრშეტევა შეიკნე სილამ გიზო მამაგეიშვილს გაუგრძელა, რომელმაც ზუსტად დაარტყა. 58-ე წუთზე კი მისი წაქცევისთვის მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი შოთა ნონიკაშვილმა გამოიყენა.
„იბერია“ დამაჯერებელი თამაშს აგრძელებს და 10 ტურის შემდეგ 22 ქულით ეროვნულ ლიგაში ლიდერობს, ხოლო „თელავი“ (10) ტურის დარჩენილი მატჩების ჩატარებამდე მეექვსე ადგილზეა.