„იბერიამ“ ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა და ეროვნული ლიგის ლიდერი გახდა #1TVSPORT
„იბერიამ“ ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა და ეროვნული ლიგის ლიდერი გახდა #1TVSPORT

„იბერიამ“ ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0.

თბილისელებმა პირველივე ტაიმი ძალიან კარგად დაიწყეს და საბოლოოდ გამარჯვებას შესვენებამდე მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე მიაღწიეს.

ანგარიში მე-3 წუთზე „იბერიას“ ლეგიონერმა, შეიკნე სილამ გახსნა, მიმდინარე სეზონში მან ანგარიშზე მე-11 გოლი ჩაიწერა. 35-ე წუთზე თბილისელთა უპირატესობა იური ტაბატაძემ გაზარდა, ხოლო მესამედ ქუთაისელთა კარი ოთარ მამაგეიშვილმა 38-ე წუთზე აიღო.

ქუთაისელებმა მცდელობების მიუხედავად, მხოლოდ ერთხელ აიღეს „იბერიის“ კარი, მაგრამ ის გოლიც არ ჩათვალეს. ცოტნე ფაცაციას ზუსტი დარტყმის შემდეგ ვიდეორეფერიმ სტუმრებზე წესის დარღვევა დააფიქსირა.

29 ტურის შემდეგ „იბერიამ“ 58 ქულა დააგროვა და ლიდერია. თბილისურმა კლუბმა გადაასწრო ქუთაისის „ტორპედოს“ (57), რომელიც მეორე ადგილზეა, ხოლო გორის „დილა“ (56) ტურის მატჩის დასრულებამდე მესამეა.