თბილისის „იბერია“ ეროვნული ლიგის 25-ე ტურში ფოთის „კოლხეთს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით (6:2) დაამარცხა.
ლევან კორღალიძის გუნდი პირველ ტაიმში გიორგი კოხრეიძის (6-პენალტი) და ოთარ მამაგეიშვილის (26) გოლებით ორჯერ დაწინაურდა. თუმცა, ფოთელებმა გიორგი აბუაშვილის (19) და გიორგი მელქაძის (44) დარტყმებით წონასწორობა ორივეჯერ აღადგინეს.
მეორე ტაიმში ვითარება შეიცვალა. „კოლხეთს“ ზურაბ ერაძე (65) გაუძევეს, „იბერიამ“ კი დიდი უპირატესობა მოიპოვა – კოხრეიძემ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა, ანგარიშზე კიდევ სამი (58, 64 -პენალტი, 75) გოლი ჩაიწერა, ერთიც თორნიკე ახვლედიანმა (70) გაიტანა და თბილისელებმა დიდი ანგარიშით მოიგეს.
35 ტურის შემდეგ „იბერიამ“ 48 ქულით მესამე ადგილი შეინარჩუნა, ფოთის „კოლხეთი“ (28) კი მე-5 პოზიციაზეა.