თბილისის „იბერიამ“ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დამაჯერებელად დაამარცხა – 3:0.
„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული შეხვედრა გიორგი მიქაძის გუნდმა მაღალ დონეზე ჩაატარა და პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგო. ანგარიში მე-12 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა, რომელიც ხანგრძლივი ტრავმების შემდეგ სპორტულ ფორმას იბრუნებს. თბილისელთა თავდამსხმელმა ცოტნე კაპანაძისგან მიიღო ბურთი და ზუსტად დაარტყა. 26-ე წუთზე საბა მამაცაშვილმა შესანიშნავი გადაცემით კოხრეიძე მეკარესთან პირისპირ დატოვა და გიორგიმაც დუბლი შეასრულა, მესამე გოლი კი 72-ე წუთზე თავად მამაცაშვილმა გაიტანა.
ბათუმელები ანგარიშის შემცირებას შეეცადნენ – 90+9-ე წუთზე გოლის გატანა ლადო მამუჩაშვილს შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა. საბოლოოდ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თასის მფლობელთან დიდი ანგარიშით დამარცხდა.