იაშვილის ოთხი გოლი და კალაძის მოგება - 7x7-ზე ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატი დაიწყო
იაშვილის ოთხი გოლი და კალაძის მოგება - 7x7-ზე ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატი დაიწყო
მზიურის სტადიონზე 7×7-ზე ფეხბურთის სამოყვარული ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმართა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე ისაუბრა. ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა თბილისის მერიის გუნდის შემადგენლობაში კრწანისის გუნდის წინააღმდეგ ითამაშა.
 
მასტერ ლიგის გათამაშების პირველ დღეს ორი შეხვედრა ჩატარდა. მერიისა და კრწანისის შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა. კახა კალაძესთან ერთად, თბილისი მერიაში ითამაშეს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მოთამაშეებმა გია კვარაცხელიამ და გიორგი დემეტრაძემ, ხოლო კრწანისში მიხეილ მაზიაშვილმა და ვალტერ გუჩუამ.
დღის მეორე შეხვედრა გრასრუტსა და თი-ბი-სი ბანკს შორის შედგა. გრასრუტში ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელებითა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები თამაშობდნენ – გიორგი ლომაია, ალეკო ამისულაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ფოფხაძე, ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე, დავით მუჯირი და ლევან კობიაშვილი. გრასრუტმა მეტოქე 10:2 დაამარცხა. ყველაზე შედეგიანი იაშვილი იყო – ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა ოთხი გოლი გაიტანა.