იაპონიის ქალთა ნაკრების წევრი მამაკაცთა გუნდში ითამაშებს
იაპონიის ქალთა ნაკრების წევრი მამაკაცთა გუნდში ითამაშებს

ტიტულოვანმა იაპონელმა ქალმა ფეხბურთელმა იუკი ნაგასატომ პირველად იაპონური ფეხბურთის ისტორიაში მამაკაცთა გუნდში თამაშის უფლება მიიღო, – იტყობინება ESPN. ნაგასატო მამაკაცთა ნახევრადპროფესიულ გუნდში „ჰაიაბუსა ილევენში“ ითამაშებს.

თავისი კარიერის განმავლობაში 33 წლის ფეხბურთელი თამაშობდა „ჩელსიში“, „ვოლფსბურგში“, „ფრანქფურტში“, „ჩიკაგო რედ სტარსა“ და „ბრისბენ როარში“.

იაპონიის ნაკრების რიგებში იუკი 2011 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. სულ ეროვნულ გუნდში მას 132 მატჩი და 58 გოლი დაუგროვდა.