იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ტოკიოს ოლიმპიადის გადადება გამორიცხა
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ტოკიოს ოლიმპიადის გადადება გამორიცხა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინძო ბემ განაცხადა, რომ კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დათქმულ ვადებში გაიმართება.

„ჩვენ გავუმკლავდებით ინფექციის გავრცელებას და უპრობლემოდ ჩავატარებთ ოლიმპიადას, როგორც ეს დიდი ხანია დაგეგმილია”, – თქვა აბემ.

უფრო ადრე დაიწერა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მაისში მიიღებს გადაწყვეტილებას – გაიმართება თუ არა წელს 2020 წლის ზაფხულის თამაშები.