იაპონიის პრემიერ-მინისტრი და სოკ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულნი არიან, რომ ოლიმპიადა დათქმულ ვადებში გაიმართება
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) პრეზიდენტი თომას ბახი ვიზიტით იმყოფება იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, სადაც 2021 წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს.
ბახი შეხვდა იაპონიის პრემიერმინისტრს იოსიჰიდე სუგას, რის შემდეგაც, ორივემ გამოთქვა იმედი, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ოლიმპიადა დათქმულ ვადებში გაიმართება.
„ჩვენ ვიზიარებთ პრემიერ-მინისტრის უდიდეს სურვილს – გაიმართოს მომდევნო წელს ტოკიოში ოლიმპიური თამაშები“, – განაცხადა ბახმა.
ტოკიოს ოლიმპიადა 2020 წელს 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის გამო, თამაშები ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება.