როგორც იაპონიის მთავრობაში აღნიშნეს, 2021 წელს ტოკიოში ოლიმპიური თამაშები „ნებისმიერ ფასად“ უნდა ჩატარდეს, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული.
„ყველა, ვინც მონაწილეობს ოლიმპიური თამაშების ორგანიზებაში, ერთად მუშაობს, რათა ოლიმპიადა მოამზადოს. სპორტსმენებიც განსაკუთრებით მონდომებულები არიან. ვფიქრობ, თამაშები ნებისმიერ ფასად უნდა ჩატარდეს. ასევე ჩვენი ძალისხმევა კონცენტირირებული უნდა იყოს კორონავირუსთან ბრძოლაში“, – განაცხადა მთავრობის მინისტრმა სეიკო ჰაშიმოტომ.
2020 წლიდან 2021 წელს გადატანილი ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.