იაპონიის მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი ტოკიოს ოლიმპიადის წინააღმდეგ გამოდის #1TVSPORT
იაპონიის მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი ტოკიოს ოლიმპიადის წინააღმდეგ გამოდის #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე სამი დღით ადრე, იაპონურმა გაზეთმა Asahi-მ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოსახლეობის ორ მესამედს არ სჯერა, რომ იაპონია კორონავირუსის პანდემიის პირობებში შეძლებს უსაფრთხო ოლიმპიადის ჩატარებას.

რესპოდენტთა 68 პროცენტი გამოთქვამს ეჭვს, რომ ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები მოახერხებენ კორონავირუსის ინფექციის კონტროლირებას, ხოლო 55 პროცენტმა განაცხადა, რომ თამაშების ჩატარების წინააღმდეგ გამოდის.

ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსით დაინფიცირების 10 შემთხვევა დაფიქსირდა.

დატოვე კომენტარი