მიმდინარე მსოფლიო თასზე იაპონიისა და ფიჯის ნაკრებების კარგი გამოსვლა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ „რაგბი ჩემპიონშიფის“ მესვეურებს, იტყობინება ინგლისური გამოცემა „თაიმსი“. ირკვევა, რომ „სანზაარის“ ქვეყნებმა (სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, არგენტინა) თანახმანი არიან, რომ მეორე დონის ეს ორი ქვეყანა თავიანთ რიგებში მიიღონ.
გარდა ამისა, „სანზაარი“ განიხილავს რაგბის ჩემპიონატის კარდინალურ ცვლილებას, რის შედეგადაც ტურნირი „ზე რაგბის“ პარალელურად გაიმართება.