იაპონიის მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტს მიაჩნია, რომ ტოკიოში ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშები უნდა გაუქმდეს. 8-10 მაისს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გაზეთმა „იომიური სიმბუნმა“ გამოაქვეყნა.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპოდენტთა 59 პროცენტს არ სურს ოლიმპიადის ჩატარება. იმათგან, ვინც მიიჩნევს, რომ ოლიმპიადა უნდა გაიმართოს, 23 პროცენტი დარწმუნებულია, რომ თამაშები მაყურებლების გარეშე უნდა ჩატარდეს.
ოთხ პრეფექტურაში – ტოკიოში, ოსაკაში, კიოტოსა და ჰიოგოში, სადაც საგანგებო რეჟიმი მოქმედებს, გამოკითხულთა 64 პროცენტს სურს ოლიმპიადის გაუქმება. ასეთივე მაჩვენებელია აიტისა და ფუკუოკას პრეფექტურებში, სადაც 12 მაისს გამოაცხადებენ საგანგებო მდგომარეობას. კიდევ 41 პრეფექტურაში საშუალო მაჩვენებელია – 57 პროცენტი.
იაპონიაში ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.