იაპონელი ნაო კოდაირა ოქროს მედალს ოლიმპიური რეკორდით დაეუფლა (ვიდეო)
ციგურებით სწრაფრბენაში ოლიმპიური ჩემპიონი იაპონელი ნაო კოდაირა გახდა. 31 წლის სპორტსმენმა 500 მეტრი დისტანციის დასაფარად 36.94 წამი იკმარა, რითაც სოჭის ოლიმპიადაზე დამყარებული რეკორდი დაამხო.
გამარჯვებულს 0,39 წამით ჩამორჩა წინა რეკორდის ავტორი და ამ დისტანციაზე სოჭის ოლიმპიადის გამარჯვებული, მასპინძელი ლი სანგ-ჰვა.
ბრინჯაოს მედალი ჩეხ კაროლინა ერბანოვას ერგო.
ნაო კოდაირასთვის ეს მიდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მეორე მედალია. 14 თებერვალს, 1000 მეტრ დისტანციაზე, იაპონელმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე