იაპონელი ეპიდემიოლოგი - ტოკიოს ოლიმპიადის გამართვა თითქმის შეუსრულებელია ამოცანაა
იაპონელი ეპიდემიოლოგი - ტოკიოს ოლიმპიადის გამართვა თითქმის შეუსრულებელია ამოცანაა

იაპონიის ერთ-ერთმა წამყვანმა ეპიდემიოლოგმა კენტარო ივატამ შეაფასა 2021 წელს ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადის ჩატარების შანსები.

„პირადად მე პესიმისტური განწყობა მაქვს. თამაშების ჩატარებისთვის საჭიროა ორი პირობის შესრულება. პირველი – იაპონიამ კორონავირუსი ქვეყნის შიგნით უნდა დაამარცხოს. მეორე – კორონავირუსი მთელს მსოფლიოში სხვა ქვეყნებმა უნდა დაამარცხონ. მომდევნო წლამდე პირველი პირობის შესრულება, შესაძლოა, მოხერხდეს. მეორე პირობა? აქ მე პესიმისტურად ვარ განწყობილი. ეს რომ იყოს რომელიმე შიდა ტურნირი ან შეჯიბრი მცირე რაოდენობის მონაწილეებით აზიური ქვეყნებისთვის, შესაძლოა, მოგვერხებინა მისი ჩატარება. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობს ბევრი სპორტსმენი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ შეესაბამებიან იმ პირობებს, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და რომელშიც, სავარაუდოდ, ვიქნებით მომავალ წელსაც.

მომდევნო წლის ბოლომდე ოლიმპიური თამაშების ჩატარება – თითქმის შეუსრულებელი ამოცანაა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში კი თქვეს, რომ თუ მომავალი წლისთვის სიცხადე არ იქნება, ყველაფერი გაუქმდება, შემდეგი თამაშები კი 2024 წელს პარიზში გაიმართება. შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველაზე სავარაუდო სცენარია“, – განაცხადა ივატამ.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს ოლიმპიადა ერთი წლით გადაიტანა და ის 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.