„უეფას“ რეგლამენტში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ერთი და იმავე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ფეხბურთელებს ტურნირის მიმდინარეობისას, ერთდროულად ორი კლუბის რიგებში შეეძლებათ ასპარეზობა.
ამის გამო შესაძლოა ევროპულ გრანდებს ახალი ტრანსფერების განსახორციელებლად მადა გაეხსნათ. ამავე მიზეზის გამო, „იუვენტუსი“ ისკო ალკარონის „სერია A“-ში გადაყვანას ზამთარშივე გეგმავს.
იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტის“ (TuttoSport) ინფორმაციით, იანვარში „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ისკოს გაფორმებას შეეცდება.
სანტიაგო სოლარის გუნდში მოსვლას 26 წლის ფეხბურთელის ძირითადში გადანაცვლება მოჰყვა ისკოს მიერ „სამეფო კლუბის“ დატოვებას უკვე მრავალი გამოცემა ვარაუდობს.
აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსთან“ ერთად, ისკოს მოსაპოვებლად „მანჩესტერ სიტიც” იბრძვის.
შეგახსენებთ, რომ ესპანელის კონტრაქტი რეალთან 2022 წელს იწურება.