იაპონური „ვისელ კობეს“ ნახევარმცველს ანდრეს ინიესტას ამ ზამთარს „ბარსელონაში“ დაბრუნების შანსი ჰქონდა, – იტყობინება Sport.es.
წყაროს ცნობით, 35 წლის ფეხბურთელმა იანვარში რამდენიმე წინადადება მიიღო, რომელთაგანაც ერთ-ერთი კატალონური კლუბისგან იყო. ესპანეთის ჩემპიონი განიხილავდა სეზონის ბოლომდე ფეხბურთელის იჯარას, მაგრამ ნახევარმცველმა იაპონიაში დარჩენა ამჯობინა.
ინიესტა „ვისელ კობეში” 2018 წლის ზაფხულში „ბარსელონადან” გადავიდა. ამ გუნდთან ერთად, ესპანელმა ორი ტიტული მოიგო – იაპონიის თასი და იაპონიის სუპერთასი.