იანისის თქმით, მან საკუთარი შესაძლებლობების ჯერჯერობით მხოლოდ 60 პროცენტს მიაღწია 
იანისის თქმით, მან საკუთარი შესაძლებლობების ჯერჯერობით მხოლოდ 60 პროცენტს მიაღწია 
„მილუოკის“ ლიდერმა იანის ანტეტოკუნმპომ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სპორტული კარიერის განმავლობაში საუკეთესო სეზონი გამართა. ბერძენმა სუპერვარსკვლავმა „ბაქსთან“ ერთად რეგულარულ სეზონზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გავიდა. იანისის დახმარებით, „მილუოკიმ“ წელს კონფერენციის ფინალში გასვლა შეძლო და მომავალ ჩემპიონ „ტორონტოსთან“ სერია ანგარიშით 4:2 დათმო.
ანტეტოკუნმპოს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის „ემ ვი პის“ ტიტული მიენიჭა. „იესპიენისთვის“ (ESPN) მიცემულ ინტერვიუში იანისმა საკუთარ კარიერაზე ისაუბრა.
„ბევრი მეუბნება, რომ „ემ ვი პი“ და ლიგაში საუკეთესო მოთამაშე ვარ, თუმცა მიმაჩნია, რომ მე შემიძლია უკეთ თამაში. ვფიქრობ, ამჟამად ჩემი შესაძლებლობების დაახლოებით 60 პროცენტს ვაჩვენებ მოედანზე“, – აღნიშნა გიანისმა.