იანისი „მილუოკის" არენის თანამშრომლებს 100 000 ათასი აშშ დოლარით დაეხმარება
კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ რთულ მდომარეობას იანის ანტეტოკუნმპოც გამოეხმაურა. გუნდის ლიდერი „ბაქსის” არენის თანამშრომლებს 100 000 ამერიკული დოლარით დაეხმარება. პირველმა ვინც აღნიშნული ინიციატივა გააჟღერა, „კლივლენდის” ერთ-ერთი ლიდერი კევინ ლავი იყო. მას შემდეგ საქველმოქმედო აქციაში უამრავი სპორტსმენი ჩაერთო.
იანისმა ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა. გარდა ამისა, „ატლანტას”, „დალასისა” და „სან ანტონიოს” ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ მძიმე პერიოდში აუცილებლად გაუწევს დახმარებას საკუთარ არენაზე მომუშავე პერსონალს.