იანის ანტეტოკუნმპოს „ტვიტერის“ გვერდი და ბანკის ანგარიში ჰაკერებმა გატეხეს
„მილუოკი ბაქსის“ ლიდერ იანის ანტეტოკუნმპოს „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდი გაუტეხეს. ბერძენი კალათბურთელის სოციალურ გვერდზე წუხელ რასისტული, აბსურდული და შეურაცხმყოფელი პოსტები გამოქვეყნდა.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ჰაკერებმა იანისის საბანკო ანგარიშები და ელექტრონული ფოსტაც გატეხეს. შეურაცხმყოფელი პოსტები უკვე წაშლილია. ბერძენმა სუპერვარსკვლავმა ბოდიში საკუთარი ძმის, კოსტასის გვერდიდან მოიხადა. იანის ტვიტერზე 1.1 მილიონი მიმდევარი ჰყავს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.