იანის ანტენტოკუნმპო სეზონის საუკეთესო დამცველი გახდა
იანის ანტენტოკუნმპო სეზონის საუკეთესო დამცველი გახდა

„მილუოკი ბაქსის“ ბერძენი ფორვარდი იანის ანტენტოკუნმპო 2019-20 წლების სეზონის შედეგების მიხედვით, NBA-ის საუკეთესო დამცველი გახდა, – ამის შესახებ ლიგის პრეს-სამსახურმა გამოაცხადა.

ანტენტოკუნმპო რეგულარული ჩემპიონატში საშუალოდ 29.5 ქულას, 13.6 მოხსნას, 5.6 შედეგიან გადაცემასა 1.0 დაფარებას აგროვებდა.

გამოკითხული 100 ჟურნალისტიდან 75-მა იანისს პირველი ადგილი მიანიჭა, მეორე ადგილზე გავიდა „ლეიკერსის“ ფორვარდი ენტონი დევისი, მესამეზე – „იუტას“ ცენტრი რუდი გობერი.

შეგახსენებთ, რომ ანტენტოკუნმპო ასევე პრეტენზიას აცხადებს 2019-20 წლების სეზონში უძვირფასესი მოთამაშის პრიზზე. მას შეუძლია გახდეს მესამე მოთამაშე ლიგის ისტორიაში, ვინც ამ ორ პრიზს ერთ სეზონში მოიპოვებს. ადრე ასეთი რამ მაიკლ ჯორდანსა და ჰაკიმ ოლაჟუონს გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, სეზონის საუკეთესო მწვრთნელად „ტორონტოს“ დამრიგებელი ნიკ ნურსი დაასახელეს.

დატოვე კომენტარი