იანის ანტენტოკუნმპო საფეხბურთო კლუბის თანამფლობელი გახდა #1TVSPORT
იანის ანტენტოკუნმპო საფეხბურთო კლუბის თანამფლობელი გახდა #1TVSPORT

„მილუოკი ბაქსის“ კალათბურთელი იანის ანტენტოკუნმპო და „ნეშვილ პრედატორზის“ ჰოკეისტი ფილიპ ფორსბერგი MLS-ის კლუბის, „ნეშვილის“ მინორიტარული მფლობელები გახდნენ.

ბერძენმა კალათბურთელმა „ნეშვილში“ ინვესტიცია თავის ძმებთან – ტანასისთან, კოსტასა და ალექსთან ერთად განახორციელა. თანხის ოდენობა არ სახელდება.

ასევე, საფეხბურთო კლუბის აქციები შეიძინა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა შვედეთის ჰოკეისტთა ნაკრების რიგებში ფილიპ ფორსბერგმა, რომელიც „პრედატორზის“ ისტორიაში საუკეთესო სნაიპერია.

„ნეშვილი“ „მეიჯორ ლიგ სოკერში“ (MLS) 2020 წლიდან თამაშობს.