„ინტერის“ ხელმძღვანელობა ამ ზაფხულს შეეცდება, „ტოტენჰემის“ მცველ იან ვერტონგენთან კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმდეს. როგორც ირკვევა, 33 წლის ბელგიელის გადაბირებით მილანელთა მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე პირადად არის დაინტერესებული. ამ „ინფორმაციას“ კალჩომერკატო ავრცელებს.
2019-20 წლების სეზონის დასრულებისთანავე ვერტონგენი თავისუფალი აგენტი ხდება და მისი გადაბირებით ასევე დაინტერესებულია „რომა“. ამასთანავე, არ არის გამორიცხული, რომ ვერტონგენმა „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
მიმდინარე სეზონში ბელგიელმა მონაწილეობა 26 მატჩში მიიღო და გაიტანა 2 გოლი.