მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარე იან ობლაკმა „მესტალიაზე“ „ვალენსიასთან“ 0:1 გამარჯვების შემდეგ თავისი გუნდი შეაქო და მეტოქის რიგებიდან ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი გამოარჩია.
სლოვენიის ნაკრებისა და „ატლეტიკოს“ მეკარის თქმით, მეტოქეს უფრო დიდი ანგარიშით დაამარცხებდნენ, რომ არა საქართველოს ნაკრების კიპერი გიორგი მამარდაშვილი.
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან რთული მატჩი იყო, სამი ქულით კმაყოფილი ვართ. „ვალენსია“ კარგად თამაშობდა და კარგად გვაპრესინგებდა. მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით, ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ „ვალენსიას“ მეკარემ ყველა დარტყმა შეაჩერა. მან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და „ვალენსიას“ შანსი ბოლომდე შეუნარჩუნა“, – განაცხადა ობლაკმა Movistar-თან ინტერვიუში.
„ატლეტიკოს“ მეკარის თქმით, მთავარი სწორი შეცვლები იყო:
„პირველ ნაწილი ნამდვილად ცუდი იყო, მეორე – უკეთესი და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ სამი ქულა დავიმსახურეთ. ჩვენ გრძელი „სკამი“ გვყავს და ნებისმიერს შეუძლია შეცვალოს თამაშის მიმდინარეობა. კარგმა ცვლილებებმა განაპირობა, რომ სამი ქულა ავიღეთ. ჩვენ გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოვალინეთ. არის თამაშები, რომ არ მიდის ისე, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ეს არის ფეხბურთი. ეს არის ცხოვრების ნაწილი, ჩვენ 100 პროცენტს ვდებთ თამაშების მოსაგებად“.