მადრიდის „ატლეტიკოს“ სლოვენიელი მეკარე იან ობლაკი ამბობს, რომ ინდივიდუალურ ჯილდოებზე არასდროს ფიქრობს, რადგან მხოლოდ გუნდური ტიტულები აინტერესებს.
„ჩვენ ახლა უჩვეულო სიტუაციაში ვართ. წინ 11 ფინალი გვაქვს და იმ ადგილზე ვიმყოფებით, რომელზეც სეზონის ბოლოს გვინდა ყოფნა. ასეთი შესვენების შემდეგ ფორმის აღდგენა ყველა გუნდს გაუჭირდება. იმედია, ბევრ გოლს არ გავუშვებთ. ბოლო მატჩში, რომელშიც მონაწილეობა მივიღე (ატლეტიკო 3:2 ლივერპული), საკუთარი თავით უკმაყოფილო არ ვყოფილვარ. არ ვიცი, იყო თუ არა ეს ჩემი საუკეთესო მატჩი, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნამდვილად გახლდათ. მე „ოქროს ბურთზე“ ან საუკეთესო მეკარის ტიტულზე არასდროს მიფიქრია. ჩემთვის მთავარია, სეზონი ჩემპიონთა ლიგის ზონაში დავასრულოთ“, – მოჰყავს ობლაკის სიტყვები ესპანურ რადიოს „კოპე“.
იან ობლაკმა კარიერა ლუბლიანის „ოლიმპიაში“ დაიწყო, საიდანაც ლისაბონის „ბენფიკაში“ გადავიდა, 2014 წლიდან კი მადრიდის „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავს.