როგორც ჩანს, შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები ჯონ ჯონსის მძიმე წონით დივიზიონში დებიუტს და ფრენსის ნგანუსთან დაპირისპირებას ჯერჯერობით ვერ იხილავს. მებრძოლები ორგანიზაციასთან ფინანსურ დეტალებზე ვერ მორიგდნენ. ამ ამბავმა უამრავი ადამიანი განაწყენებული დატოვა. პოლონელი იან ბლაჰოვიჩი შესაძლოა ერთადერთია, ვისაც ეს ინფორმაცია ესიამოვნა, რადგან მას მოუთმენლად სურს ჯონსთან ბრძოლა.
37 წლის პოლონელმა UFC-ში ბოლო 3 ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. უკანასკნელი 8 დაპირისპირებიდან ბლაჰოვიჩმა 7 მოიგო. 15 თებერვალს იანმა კორი ანდერსონი შთამბეჭდავი ნოკაუტით დაამარცხა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში ბლაჰოვიჩის გარდა ჯონსის შესაძლო მეტოქეებად ტიაგო სანტოსი და დომინიკ რეიესი ითვლებიან.