6 მარტს შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები ძალიან საინტერესო ქარდს იხილავენ. ღონისძიებაზე სამი სატიტულო ბრძოლა შედგება. ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ტიტულისთვის ჩემპიონი იან ბლაჰოვიჩი და ისრაელ ადესანია იბრძოლებენ. ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის ქამრისთვის ერთმანეთს პეტრ იანი და მერაბ დვალიშვილის გუნდელი ალჯამეინ სტერლინგი დაუპირისპიდებიან. ქალთა ქვემსუბუქ (featherweight) წონით დივიზიონში კი ამანდა ნუნესი ტიტულის დაცვას, ამჯერად მეგან ანდერსონის წინააღმდეგ შეეცდება.
ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა დაადასტურა, რომ UFC 259 ლას ვეგასის „აპექსის დარბაზში“ ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო ღონისძიებიდან UFC ღონისძიებებზე ფანების გარკვეულ რაოდენობას დაუშვებს.
UFC 259-ის დადასტურებული ბრძოლები:
იან ბლაჰოვიჩი – ისრაელ ადესანია (სატიტულო)
პეტრი იანი – ალჯამეინ სტერლინგი (სატიტულო)
ამანდა ნუნესი – მეგან ანდერსონი (სატიტულო)
დომინიკ კრუზი – კესი კენი
ტიაგო სანტოსი – ალეკსანდრ რაკიჩი
ისლამ მახაჩევი – დრიუ დობერი
ჯოსეფ ბენავიდეზი – ასკარ ასკაროვი
შონ ბრეიდი – ჯეიკ მეთიუსი
კენედი ნზეჩუკვუ – კარლოს ულბერგი
კაი კარა ფრანსი – როჯერიო ბონტერინი
რენდი კოსტა – ტრევინ ჯონსი
ლივინია სოუზა – ამანდა ლემოსი
სონგ იადონგი – კაილერ ფილიპსი
ჯორდან ესპინოსა – ტიმ ელიოტი