იაკობ ქაჯაიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
იაკობ ქაჯაიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა თურქი სპორტსმენი დაამარცხა. შეგახსენებთ,რომ იაკობ ქაჯაიამ პეკინი 2020-ის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ბოლო საშეჯიბრო დღის წინ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე ორი ბრინჯაოს მედალია.

ხვალ ტურნირზე ფინალში იჭიდავებს ლერი აბულაძე (63კგ), მესამე ადგილისთვის იბრძოლებს რამაზ ზოიძე (67კგ), ლაშა გობაძე (87კგ) კი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას რეპეშაჟიდან შეეცდება.