i24NEWS - მოჰამედ სალაჰი „ლივერპულის“ დატოვებით იმუქრება
i24NEWS - მოჰამედ სალაჰი „ლივერპულის“ დატოვებით იმუქრება

„ლივერპულის“ მთავარი ვარსკვლავი მოჰამედ სალაჰი ინგლისური კლუბის დატოვებით იმუქრება, თუ „წითლები“ ავსტრიის „ზალცბურგიდან“ ისრაელელ ფორვარდს მოანეს დაბურს შეიძენენ.

„მიუხედავად იმისა, რომ დაბური წარმოშობით არაბი ფეხბურთელი გახლავთ და მუსლიმია, ის მაინც ისრაელიდანაა. მისი ქვეყანა – ოკუპანტია, რომელთანაც სალაჰსა და მის ხალხს არაფერი აქვთ საერთო,“ – განუცხადა ინკოგნიტო წყარომ i24NEWS-ს.

ცნობილია, რომ თავის დროზე, „ბაზელში“ თამაშისას, სალაჰმა ისრაელის „მაკაბის“ ფეხბურთელებს ხელი ჩამოართვა.