ჰუმელსი და გორეტცკა ევრო 2024-ზე არ ითამაშებენ #1TVSPORT
ჰუმელსი და გორეტცკა ევრო 2024-ზე არ ითამაშებენ #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის, „დორტმუნდის“ ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი არ ითამაშებს ევრო 2024-ზე. ამის შესახებ იტყობინებიან Bild-ი და Sky Sport-ი. გერმანიის ნაკრების ასევე განაცხადში არ იქნება „ბაიერნის“ ნახევარმცველი ლეონ გორეტცკა.

ჯერჯერობით გერმანიის ნაკრების განაცხადში შეყვანილნი არიან:

მეკარე – მანუელ ნოიერი (ბაიერნი);

მცველები – რობინ კოხი (აინტრახტი), ალექსანდრ პავლოვიჩი (ბაიერნი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი), ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი);

ნახევარმცველები – კრის ფიურიხი (შტუტგარტი), კაი ჰავერტცი (არსენალი);

ფორვარდი – ნიკლას ფიულკრუგი (დორტმუნდი).