„ვაშინგტონ ვიზარდსის“ ცენტრს დვაიდ ჰოვარდს პეხზე ოპერაცია ესაჭიროება. 32 წლის კალათბურთელმა ტრავმის გამო სეზონის დასაწყისი გამოტოვა და მხოლოდ რამდენიმე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ექიმების განცხადებით ჰოვარდს ბარძაყის ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და მას აუცილებლად სჭირდება ოპერაციის ჩატარება.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა კონკრეტული პერიოდი დასჭირდება ტრავმის რეაბილიტაციას, თუმცა ფაქტია, რომ ჰოვარდი სეზონის მნიშვნელოვან პერიოდს გამოტოვებს.