„დორტმუნდის“ ახალგაზრდა ვარსკვლავის პოპულარობა მისი შედეგიანობის პროპორციულად იზრდება. ბუნდესლიგაში გადასულმა ერლინგ ჰოლანდმა ნახევარი სეზონის განმავლობაში 13 გოლის გატანა მოახერხა და სამიც საგოლე გადაცემა შეასრულა.
„დორტმუნდი“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შენაძენის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება და ნორვეგიელ თავდამსხმელს 120 მილიონ ევროდ შეელევა, – იუწყება AS.
გამოცემის ინფორმაციით, ერლინგ ჰოლანდის მომავალი გუნდი, დიდი ალბათობით, მადრიდის „რეალი“ იქნება და „სამეფო კლუბი“ ამ შენაძენისთვის ხარჯებს არ მოერიდება.
შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდმა“ ახალგაზრდა ნორვეგიელი თავდამსხმელი (გასულ წელს) 43 მილიონ ევროდ შეიძინა.
ერლინგ ჰოლანდის კონტრაქტი დორტმუნდელებთან 2024 წლამდეა ძალაში.