ჰოლანდიისა და ბელგიის ერთობლივი საფეხბურთო ლიგის შექმნა რეალობა ხდება

18:46, 26.10.2019

ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა, რომ დაიწყო კვლევა ჰოლანდიური და ბელგიური კლუბების ერთობლივი ჩემპიონატის (BeNeLiga) ჩატარების თაობაზე. განხილვა უკვე მერე ეტაპზე გადავიდა.

ჰოლანდიისა და ბელგიის ერთობლივი სუპერლიგის იდეა უკვე მრავალი წელია განიხილება, თუმცა ასეთი ჩემპიონატის შექმნა რეალური 2019 წლის ზაფხულში გახდა, როცა ბელგიის ხუთი საუკეთესო კლუბის („გენტი“, „ბრიუგე“, „გენკი“, „ანდერლეხტი“ და „სტანდარდი“) ხელმძღვანელები შეხვდნენ ჰოლანდიის ექვსი საუკეთესო კლუბის („აიაქსი“, „ალკმაარი“, „უტრეხტი“, „ფეიენოორდი“, „ეინდჰოვენი“ და „ვიტესი“) მმართველებს. კლუბები განიხილავდნენ ერთობლივი ლიგის შექმნას ევროპის ხუთი წამყვანი ქვეყნის ჩემპიონატებთან გასათანაბრებლად.

საბოლოოდ, დაიქირავეს კონსალტინგური კომპანია Deloitte, რომელმაც ჩაატარა კვლევა ამგვარი ლიგის პერსპექტივების შესაფასებლად. როგორც ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახური ირწმუნება, კვლევის შედეგები დადებითი აღმოჩნდა.

ახლა დაიწყო გამოკვლევის მეორე ეტაპი, რომლის მსვლელობისას განიხილავენ ლიგის ფორმატს და იმ გავლენას, რომელიც მისმა შექმნამ ჰოლანდიისა და ბელგიის ჩემპიონატებზე შეიძლება იქონიოს.

მსგავსი