ჰოლანდიის თასი „ფეიენოორდმა“ მოიგო
ჰოლანდიის თასი „ფეიენოორდმა“ მოიგო

ჰოლანდიაში ქვეყნის თასის გამარჯვებული გამოვლინდა. ამსტერდამში გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს როტერდამის „ფეიენოორდი“ და „ალკმაარი“ შეხვდნენ.

„ფეიენოორდს“ დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრია და 3:0 მოიგო. როტერდამელებმა პირველ ტაიმში იორგენსენის გოლით გახსნეს ანგარიში. 57-ე წუთზე რობინ ვან პერსიმ ორ ბურთამდე გაზარდა „ფეიენოორდის“ უპირატესობა. მესამე გოლი „ალკმაარის“ კარში ტორნსტრამ გაიტანა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში.

ფეიენოორდმა“ მეცამეტედ მოიგო ჰოლანდიის თასი. უფრო მეტი, 18 გამარჯვება ამ ტურნირზე „აიაქსს“ ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანმა ფორვარდმა რობინ ვან პერსიმ, რომელიც წელს დაბრუნდა ჰოლანდიაში, პირველი ტიტული მოიგო თავის ქვეყანაში.