ჰოლანდიის ჩემპიონატის ბურთზე რემბრანდტის სიუჟეტები იქნება გამოსახული

09:08, 09.04.2019

ჰოლანდიაში მომავალ სეზონში ერედივიზიონისთვის განკუთვნილი ბურთი წარადგინეს.

2019 წელი ჰოლანდიაში ლეგენდარული ფერმწერის, რემბრანტის გარდაცვალების 350 წლისთავს ეძღვნება. მის საპატივცემულოდ, ახალ ბურთზე გამოსახულია ფრაგმენტები დიდი მხატვრის ტილოებიდან და ასევე მისი პორტრეტი. რემბრანტის შვიდი ნახატის ფრაგმენტები ბურთზე ვარსკვლავებს შორის არის განთავსებული.
პრეზენტაცია რეიკსმუზეეში გაიმართა.

„რემბრანტი ნამდვილი მხატვარი იყო, შემოქმედი, როგორიც საუკეთესო ფეხბურთელები არიან. კრეატიულობა ნებისმიერის განუყოფელი ნაწილია, ვისაც სურს სამუდამოდ დარჩეს ისტორიაში როგორც მინდორზე, ასევე მხატვრის ტილოზე“, – თქვა მუზეუმის დირექტორმა ტაკო დიბიტსმა.

მსგავსი