ინგლისში 17-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. როტერჰემის „ნიუ იორკის“ სტადიონზე ფინალში ჰოლანდიისა და იტალიის ნაკრებები შეხვდნენ ერთმანეთს და ჩემპიონის ბედი პენალტების სერიაში გაირკვა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ოთხი გოლი გავიდა. ჰოლანდია ჯერ იურიენ მადუროს გოლით იგებდა, შემდეგ იტალია წინ გაიყვანეს სამუელე რიჩიმ და ალესიო რიკარდიმ, მაგრამ ჰოლანდია მარცხს ბრაიან ბრობეიმ გადაარჩინა.
ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც ჰოლანდიამ 4:1 მოიგო.
„ნარინჯისფერები“ მესამედ გახდნენ 17-წლამდელებს შორის ჩემპიონები. მანამდე მათი ტრიუმფი 2011 და 2012 წლებით თარიღდებოდა.