ჰოხფილცენში რბოლა გამოდევნებით კაცებში ლეგრეიდმა, ქალებში კი ეკჰოფმა მოიგო | ბიატლონი
ჰოხფილცენში რბოლა გამოდევნებით კაცებში ლეგრეიდმა, ქალებში კი ეკჰოფმა მოიგო | ბიატლონი

ავსტრიულ ქალაქ ჰოხფილცენში მსოფლიო თასის მეოთხე ეტაპზე რბოლა გამოდევნებით კაცებში 12.5 კმ-ზე ნორვეგიელი სტურლა ჰოლმ ლეგრეიდის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე ფრანგი ბიატლონისტი ემილიენ ჟაკლინი გავიდა, მესამე ადგილი კი ასევე ნორვეგიელმა, მსოფლიო თასის საერთო ჩათვლის ლიდერმა იოჰანეს ბომ მოიპოვა.

რბოლა გამოდევნებით ქალებში 10 კმ-ზე ნორვეგიელმა ტირილ ეკჰოფმა მოიგო. მეორე და მესამე ადგილები კი შვედმა დებმა ჰანა და ელვირა ოებერგებმა დაიკავეს.

მსოფლიო თასის სამი ეტაპის შემდეგ საერთო ჩათვლას კაცებში 392 ქულით ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 355 ქულით ასევე ნორვეგიელი მარტა როისელანდი იკავებს.

დღეს, ჰოხფილცენში მსოფლიო თასის მეოთხე ეტაპის დასკვნითი ორი რბოლა გაიმართება – მასტარტი კაცებში 15 კმ-ზე და მასტარტი ქალებში 12.5 კმ-ზე.