ჰოკეის ქალთა ტურნირის ფინალში კანადა და აშშ ითამაშებენ
ჰოკეის ქალთა ტურნირის ფინალში კანადა და აშშ ითამაშებენ

პიონჩანგში ჰოკეის ქალთა ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ. ფავორიტებმა – აშშ-მ და კანადამ ერთნაირი ანგარიშით (5:0) დაამარცხეს, შესაბამისად, ფინეთი და გაერთიანებული ათლეტები რუსეთიდან და 23 თებერვალს, ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.

ზამთრის ოლიმპიადაზე მეექვსედ ტარდება ქალთა ჰოკეიში ტურნირი. გადამწყვეტ მატჩში კანადა და აშშ მეხუთედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. წინა ოთხი ფინალიდან კანადელებმა სამი მოიგეს, ამერიკელებმა – ერთი.

აშშ-მ 1998 წელს მოიგო ოლიმპიადა, მას შემდეგ, კანადა ოთხი ოლიმპიადაა ოქროს არავის უთმობს.

აშშ-ფინეთი 5:0 (2:0, 2:0, 1:0)
გოლები: 1:0 მარვინი-2 (დაგანი, პელკი), 2:0 კამერანეზი-2, 3:0 ჯ. ლამურე-3 (პანეკი, კამერანეზი), 4:0 ნაითი-1 (მორინი, კოინი), 5:0 კამერანეზი-3 (ბრანდტი, კესელი).

კანადა-ოარ 5:0 (1:0, 1:0, 3:0)
გოლები: 1:0 უეიკფილდი-1 (სპუნერი, ტერნბული), 2:0 პულენი-2 (დაუსტი), 3:0 უეიკფილდი-2 (ფორტინო, ტერნბული), 4:0 კლარკი-1 (სტეისი, მიკელსონი), 5:0 ჯონსტონი-3 (დაუსტი, ირვინი).

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე